ჩვენს შესახებ

ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ დაარსდა 1850 წელს და არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საბეჭდი დანადგარების წარმოებას და უკავია მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40%. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ჰაიდელბერგში, გერმანია. კომპანია სთავაზობს თავის მომსახურებას დაახლოებით 200 000 კლიენტს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 250 კომერციული ოფისის საშუალებით. ესენი არიან სხვადასხვა დონის სტამბები: დაწყებული პატარა ოჯახური ბიზნესიდან და დამთავრებული სახელმწიფო მასშტაბის მედიაჰოლდინგებით.

ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესის სრული კონტროლი, უფრო მაღალი ავტომატიზაციის და წარმადობის მანქანების კონცეფცია, ხარისხიანი დანადგარების მაღალავომატიზირებული თანმიმდევრული წარმოება და აგრეთვე ამ დანადგარების რეალიზაცია რეგიონალური ოფისების საშუალებით. ეს არის ჯაჭვი კომპეტენციებისა, რითიც გამოირჩევა ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“.

არცერთ სხვა კომპანიას პოლიგრაფიულ მრეწველობაში, არ შეუძლია უზრუნველყოს ოფსეტური ბეჭდვის სტამბები სრული ციკლის დანადგარებით. ამიტომაც გასაკვირი არ არის რომ კომპანია ჰაიდელბერგი მთელ მსოფლიოში სარგებლობს უმაღლესი რეპუტაციით.

დანადგარების პორტფოლიო ბეჭდვის პროცესების დანადგარების გარდა, მოიცავს ბეჭდვამდელი და ბეჭდვის შემდგომი დამუშავების დანადგარებს, ფლექსოგრაფიას და აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფის კომპონენტებს, რომლებიც განკუთვნილია ბეჭდვის პროცესების გაერთიანებისთვის.

გარდა ამისა, ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ თავის კლიენტებს სთავაზობს სათადარიგო ნაწილების ფართო დიაპაზონს, სახარჯ მასალებს, მეორად აღდგენილ დანადგარებს, სერვისს, და უზრუნველყოფს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს.

2001 წელს, საქართველოში გაიხსნა „ჰაიდელბერგის წარმომადგენლობა“, ხოლო 2009 წელს „შპს ჰაიდელბერგ ჯორჯია“ და დღემდე განხორციელდა ბევრი წარმატებული პროექტი.

კომპანია ჰაიდელბერგი არის ძლიერი პარტნიორი, რომლის პროდუქციაც უზრუნველყოფს თქვენი ინვესტიციების უსაფრთხოებას. ეს არის გზა განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ ნებისმიერი პოლიგრაფიული საწარმოსთვის.